ბოლნისში ისტორიული ნაგებობის სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო

ქალაქ ბოლნისში მდებარე ისტორიულ ნაგებობას, სოფლის მამასახლისის ყოფილ შენობას სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება და ის მალე მრავალფუნქციურ დატვირთვას შეიძენს.

შენობა ბოლნისში მდებარე “გერმანულ უბანში” მდებარეობს.

შენობას ეცვლება სახურავი, გამაგრდება საძირკველი, დამონტაჟდება კარ-ფანჯარა და გარე ფასადი ძველი იერ – სახით აღდგება. პროექტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით მოეწყობა.

შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობას კი მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან განახორციელებს.

შენობა , რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, სექტემბრის შუა რიცხვებიდან ახალ დატვირთვას შეიძენს.