გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ისინი განაგრძობენ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს.
ჰაერის მონიტორინგი ავტომატური სადგურების საშუალებით ხდება.

ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები ისაზღვრება სხვადასხვა რეგიონებში ასევე, რუსთავშიც.

“გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
24 და 29 აპრილს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 25 აპრილს ნორმაზე 1.1-ჯერ გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.ქუთაისში, 26 აპირილს ქ.რუსთავში – 1.2-ჯერ, ქ.ქუთაისში 1.5-ჯერ, ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ, 27 აპრილს ქ.ქუთაისში 1.1-ჯერ, 28 აპრილს ქ.რუსთავში 1.3-ჯერ, 30 აპრილს ქ.ქუთაისში 1.4-ჯერ, ქ.ბათუმში 1.3-ჯერ, ხოლო ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ. 1 მაისს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, ქ.რუსთავში 1.3-ჯერ, ქ.ქუთაისში 1.4-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში 1.2-ჯერ.”-ნათქვამია განცხადებაში.