„გირჩი“ ოფისში საროსკიპოს ხსნის

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის’ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „გირჩი“ ოფისში საროსკიპოს ხსნის.

„საროსკიპოს სახელწოდებაა „პიონერი“, სპონსორი კი სექსშოპი „კიკუ. 1 საათით ამ ფართის დაკავება ეღირება 49 ლარი და 90 თეთრი და ამ სერვისით შეიძლება, ისარგებლოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც სურს, ისარგებლოს სექსუალური მომსახურებით.

აღნიშნულით ჩვენ ვარღვევთ 254-მუხლის მესამე ნაწილს, რომელიც გულისხმობს პროსტიტუციის ხელშეწყობას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6 წლამდე.

ხელისუფლებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი – ან უნდა დაგვაპატიმროს მთლიანად გირჩი, ან გაათავისუფლონ ამ მუხლით დაკავებული ყველა პირი. მათ შორის, ზოგადად, შეწყვიტონ უდანაშაულო ადამიანების დევნა“, – განაცხადა გირჩის ლიდერმა.

ამის შემდეგ მთაწმინდაზე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჰერმან საბომ ჯაფარიზის თხოვნით, ოფიციალურად გაეხსნა „საროსკიპო“.