დავით კირკიტაძის მორიგი სასამართლო პროცესი

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის დავით კირკიტაძის მორიგი სასამრთლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და მოწმეებს დაკითხავენ.

კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარე მოწმეების დაკითხვას დაასრულებს, დაცვის მხარე წარადგენს თვის მტკიცებულებებს და მოწმებს დაკითხავს. ადვოკატის განმარტებით, მათ 26 მოწმე ყავთ.

შეგახსენებთ, გასული წლის 16 დეკემბერს, სოფელ ველისციხეში გამართულ აქციაზე დავით კირკიტაძე დაკავეს.

კირკიტაძეს ბრალი სისხლის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.