დასუფთავების აქცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში (+ფოტო)

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეს დასუფთავების აქცია გაიმართა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა და მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებმა ცურტავის დედათა მონასტრისა და ქვეშის ციხის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან გაასუფთავეს.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმაც მიიღო.

დასუფთავების აქცია საქართველოს მწვანეთა მოძრაობის მხარდაჭერით გაიმართა.