თბილისში ავტობუსის მძღოლი დაჭრეს

თბილისში, კერძოდ ბელიაშვილის ქუჩაზე ავტობუსის მძღოლი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, მძღოლს ჭრილობა ბასრი საგნით ფეხის არეში აქვს მიყენებული.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ამ დროისთვის საქმის სხვა დეტალები უცნობია.