ინფრასტრუქტურული პროექტი თბილისის ქუჩაზე

რუსთავში, თბილისის ქუჩაზე  ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, რომელიც მიზნად  გზებს შორის არსებულ ტერიტორიის მოწესრიგებას ისახავს.

ამ ეტაპზე  მიწის ქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს.  აღნიშნულ ქუჩის ამ ნაწილში  სისტემა წლების მანძილზე არ შეცვლილა. მერიის შესაბამის სამსახურში აცხადებენ, რომ ნებისმიერ ლოკაციაზე, უპირველეს ყოვლისა  შიდა კომუნიკაციების შეცვლა ხდება.  

პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია BNB ახორციელებს. თბილისის ქუჩის გზის გამყოფ ზოლზე შესაბამისი ინვენტარი უკვე მიტანილია და პირველადი სამუშაოები მიმდინარეობს.