კუნძულ ბალიზე ვულკანი ამოიფრქვა (+ფოტო)

კუნძულ ბალიზე ვულკანი აგუნგი ამოიფრქვა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ვულკანი ღამე ამოიფრქვა და ამოსულმა ფერფლმა ახლოს მდებარე პუნქტების ნაწილი დაფარა.

ვულკანის ამოფრქვევის გამო ქვეყნაში ასობით ავიარეისი გადაიდო.

ვულკანის გააქტიურების მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა, რადგან საშიშ ზონაში დასახლებული პუნქტები არ არის.

ცნობისთვის, ვულკან აგუნგის ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა 1963 წელს მოხდა, რა დროსაც 1000-მდე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე სოფელი მთლიანად განადგურდა.