მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მარნეულის #22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ tv4-თან საუბრისას აღნიშნა, რომ დილის 07:00 საათისთვის ყველა უბანი გაიხსნა, წილისყრის პროცედურები ჩატარდა კანონის სრული დაცვით და 08:00 საათზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო.