მარნეულის 22-ე საოლქო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა

მარნეულის 22-ე საოლქო კომისიამ მერის არჩევნების დროს შესული საჩივრების განხილვა დაასრულა.

კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით , მათ დამატებით 9 საჩივარი განიხილეს და არცერთი მათგანი არ დაკმაყოფილდა.

როგორც ცნობილია მარნეულის #22 საოლქო კომისიაში სულ 61 ოქმი შევიდა. განხილვის საფუძველზე რამდენიმე კომისიის წევრს დისციპლინარული სასჯელი შეეფარდა. საოლქოს თავმჯდომარის განცხადებით საჩივრებში სერიოზული დარღვევები არ ფიქსირდება.