მარნეულში დახოცილი პირუტყვი დაიმარხა და ხორცის ბაზარზე მოხვედრა გამორიცხულია-სურსათის სააგენტო

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ ყიზილაჯლოში, დახოცილი მსხვილფეხა პირუტყვი სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, ვეტერინარული წესების დაცვით დაიმარხა.

შესაბამისად, ისინი გამორიცხავენ აღნიშნული ხორცის სარეალიზაციო ბაზარზე მოხვედრას.

სოფელ ყიზილაჯლოში პირუტყვის დაცემის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა გუშინვე დაიწყო.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში დაახლოებით 54 სული მსხვილფეხა პირუტყვის ერთდროულად დაცემის ფაქტი დაფიქსირდა.