მგზავრები თბილისიდან რუსთავში ვერ ბრუნდებიან

მგზავრები თბილისიდან რუსთავში ვერ ბრუნდებიან . სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე , ეგრეთწოდებული აჭარის მიკროავტობუსებთან მისულ მგზავრებს ადგილზე მიკროავტობუსები არ დახვდათ,რის გამოც რუსთაველები ქალაქში ვერ ბრუნდებიან . მგზავრები გადაადგილების პრობლემებს მიკროავტობუსების გასვლის დროებს შორის ხანგრძლივ მონაკვეთს უკავშირებენ .
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სამარშრუტო ხაზი ღამის პირველ საათამდე მუშაობს .