მდინარემ თუშეთისაკენ მიმავალი გზის 150-მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად წაიღო

მდინარე სტორის ხეობაში მოსახლეობა სტიქიას ებრძვის. მდინარე სტორმა თუშეთისაკენ მიმავალი გზის 150-მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად წაიღო.

ადიდებულმა მდინარემ სოფელ ლეჩურში ადგილობრივებს შინაური ფრინველები და წვრილფეხა საქონელი მოსტაცა. სტიქიის შედეგად დანგრეულია შიდა გზები, ელექტოენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს, წაქცეულია ელექტროგადამცემი ხაზები.