ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება-ვახტანგ გომელაური

დღევანელ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა წლიური ანგარიში უნდა წარადგინოს.
გომელაურის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება.

„ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება. საანგარიშო პერიოდში კვლავ გრძელდებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა. 2018 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიდგომები არ შეცვლილა და კვლავ გამოიხატებოდა არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები სრულად კონტროლდებოდა და მართული იყო საოკუპაციო ძალის მიერ. ამავე დროს, იქ არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება, ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების სრული იგნორირება და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, საფრთხეს უქმნიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.