რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილება კვლავ შეზღუდულია (+ფოტო )

რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილება  დილიდან შეზღუდულია   .  რუსთაველები თბილისი მიმართულებით გადაადგილების პრობლემებს  მიკროავტობუსების სიმცირეს უკავშირებენ  . როგორც მგზავრები tv4-თან საუბრისას აცხადებენ ,  მიკროავტობუსების ლოდინი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უწევთ , რის გამოც სამსახურებში და სასწავლო დაწესებულებებში აგვიანდებათ  . მათივე თქმით , მიკროავტობუსების სიმცირის გამო ალტერნატიული ტრანსპორტით გადაადგილება უწევთ  .