რუსთავის მერმა 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლა(+ფოტო)

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ  42- ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს, კაპიტან ალექსანდრე ჯანიაშვილს, უფროს ლეიტენანტ გიორგი მუსელიანსა და კაპრალ დავით კვიწინაძეს სამოქალაქო გმირობისთვის სამადლობელი დიპლომები გადასცა. 

ამავე პირებს რამდენიმე დღის წინ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა, სამაგალითო საქციელისთვის მადლობა გადაუხადა და იარაღით დააჯილდოვა. 

შეგახსენებთ, 26 მაისს გამთენიისას, მეგობრობის გამზირის 39 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე ხანძარი გაჩნდა. მომხდარის შემდეგ გავრცელა ინფორმაცია, რომ სამმა სამხედრო მოსამსახურემ მეხანძრეებთან და პოლიციელებთან ერთად, ალმოდებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს და რამდენიმე ბავშვი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანე.