რუსთავის ტერიტორიაზე ცხოველთა თავშესაფარი აშენდება

რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველთა თავშესაფარის სამშენებლო პროექტირებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. თავშესაფარი დაახლოებით 20 000კვმ. მიწის ფართზე აშენდება და დასახლებული პუნქტისგან მინიმუმ -300 მეტრით იქნება დაშორებული. კონცეპტუალური პროექტის შექმნამდე სპეციალური კვლევა ჩატარდა , რომლის დროსაც მუნიციპალიტეტებში მიუსაფარი და მოხეტიალე ცხოველების რაოდენობის პირვანდელი აღრიცხვა მოხდა. თავშესაფარში 120 ვოლიერი მოეწყობა. თითოეულის ფართი 6 კვ. მეტრი იქნება. ტერიტორიაზე 250 ცხოველის მოთავსება იქნება შესაძლებელი. ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მკაცრად იქნება დაცული.თავშესაფარის ადგილობრივი ოპერირების ფინანსირებაში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მიიღებს მონაწილეობას. მშენებლობასა და მის აღჭურვაზე ფინანსური პასუხისმგებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აიღო. თავშესაფრის კონცეპტუალური პროექტი ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა მოამზადა.