რუსთავში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს(+ფოტო)

რუსთავში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.

დილიდან, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკა გამოიფინა. 

14:00-საათიდან კი ქალაქში სხვდასხვა აქტიობები მიმდინარეობს. 

ამ წუთებში ჟურნალისტი გოდერძი შარაშია რუსთაველებს ლექცია-სემინარს უტარებს.  

16:00- საათზე კი შავფაროსნების საჩვენებელი გამოსვლა დაიწყება. 

20:00-საათზე დასკვნითი კონცერტი, ანსამბლ ,,სუხიშვილების“ მონაწილეობით გაიმართება. 
კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება და ბოლოს რუსთაველების წინაშე დიჯეი ირაკლი ფიფია წარდგება.