რუსთავში რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით , საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, რუსთავში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე – მერაბ კოსტავას, ნიკო ფიროსმანის და ნოდარ დუმბაძის ქუჩებზე 25 მაისის 21:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 26 მაისს, ღონისძიების დასრულების შემდეგ მოძრაობა სრულად აღდგება.