რუსთავში საბიბლიოთეკო კვირეული გაიხსნა

რუსთავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო კვირეული გაიხსნა. ბიბლიოთეკის წარმომადგენლის განცხადებით, მკითხველთა რაოდენობამ, სტატისტიკურად, გასულ წელს მოიმატა. ბიბლიოთეკის კვირეული ნანა ყალიჩავას წიგნის “დაბადებით” გაიხსნა. კრებული მერიის და საკრებულოს დახმარებით გამოიცა. ნანა ყალიჩავას რამდენიმე ლექსი რუსთაველმა ახაალგაზრდებმა წაიკითხეს.