სამგორი-ლილოს მიმართულებით მეტროს მშენებლობის პროექტი მზადდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სამგორი-ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მეტროს პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია.

კალაძემ აღნიშნა, რომ კონკურსში ავსტრიულმა საერთაშორისო კომპანიამ გაიმარჯვა, რომელიც ორივე მიმართულებაზე ჩაატარებს კვლევას და მოამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას.

სამგორი-ლილოს და სამგორი-რუსთავის მიმართულებით მეტროს გაყვანის პროექტის მომზადებაზე ჯამში, 12 762 000 ლარი დაიხარჯება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, გამარჯვებულმა კომპანიამ დოკუმენტაცია 15 თვეში უნდა მოამზადოს.