საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი განცხადება გაკეთდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა , რომ ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. ანა მიქელაძის თქმით, ხმის მიცემა არის ფარული და მოქალაქე საკუთარ არჩევანს ხმის მიცემის კაბინაში აკეთებს.

საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.