სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი შარტავას გამზირზე(+ფოტო)

შარტავას გამზირზე სახანძრო სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით რესტორან “მადაგონის” სამზარეულოში ხანძარი გაჩნდა.
მომუშავე პერსონალის ინფორმაციით ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ მოკლე ჩართვა გახდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზზებულია სახანძრო სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.