ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წელი ბოლნისშიც აღნიშნეს

ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წელი ბოლნისში საზეიმოდ აღინიშნა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის სამსახურის უფროსთმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ბოლნისში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ბოლნისში 6 ვეტერანია რეგისტრირებული. ქვსივე მათგანს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 600 , ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ლარი ჩაერიცხა.