ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ფონიჭალაში მანქანის შეჯახების შედეგად ფეხით მოსიარულე დაიღუპა.

ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალს შეეჯახა. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.