ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ერთ–ერთი ყველაზე ღია უწყებაა

ქვემო ქართლის ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ,  სახელმწიფო რწმუნებულების -გუბერნატორების ადმინისტრაციების რეიტინგში, მე–6 ადგილი დაიკავა. შედეგები ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიშის ფარგლებში წარადგინა. გამოვლინდნენ, როგორც ყველაზე ღია, ასევე ყველაზე დახურული უწყებები.

2018 წელს სახელმწიფო გუბერნატორების ადმინისტრაციებიდან, IDFI-ს ყველა მოთხოვნას სრულყოფილად და 10 დღიანი ვადის დაცვით უპასუხა მხოლოდ სამცხე ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ, ხოლო ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ.

სხვა გუბერნატორების ადმინისტრაციებმა, უმრავლეს შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკმაოდ მაღალი ხარისხი აჩვენეს და მათი პროცენტული მაჩვენებელი უმეტესწილად 90%-იან ნიშნულს აღემატებოდა.