ქვემო ქართლში, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები, 15 798 პირს დააკლდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა 2019 წლის 1-ლი კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები ჯამში, 129 269 პირს დააკლდა. აქედან, ყველაზე მეტ – 42 273 ადამიანს დააკლდა ქულები თბილისში, მას მოსდევს ქვემო ქართლი – 15 798 პირით. მხოლოდ ერთ ადამიანს კი ქულები რაჭა-ლეჩხუმში დააკლეს.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3 ადამიანს 100 ქულა სრულად ამოეწურა. რაც შეეხება რეგიონებს, მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა სრულად ამოწურვის შემთხვევები დაფიქსირდა – სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლისა და აჭარის მუნიციპალიტეტებში.