შეხვედრა-“წარმატებული ქალები წარმატებული ქალაქისათვის” (+ფოტო)

რუსთავის გენდერული თანასწორობის საბჭოს ეგიდით შეხვედრა, “წარმატებული ქალები წარმატებული ქალაქისათვის” ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეხვედრაზე მოწვეულნი არიან სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწე 50 ქალი და ასევე საერთაშორისო და პარტნიორი ორგანიზაციებიდან წარმომადგენლები.

შეხვედრა რუსთავის მუზეუმის ეზოში საღამოს 7 საათზე დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება.

შეხვედრაზე წარმოდგენილია ნახატები, ჩატარდებაა პრეზენტაციები, საღამოს მუსიკალურად თამთა ცხვიტავას ბენდი გააფორმებს.