შუალედური არჩევნების გამო, მიმდინარე კვირაში მხოლოდ ერთი პლენარული სხდომა ჩატარდება

მიმდინარე კვირაში საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ერთი პლენარული სხდომა ხვალ ჩატარდება, ამის მიზეზი 19 მაისს დანიშნული შუალედური არჩევნებია.

თამარ ჩუგოსვილის განმარტებით მაისში არც მინისტრის საათის გამართვა იგეგმება, თუმცა რეგლამენტის მიხედვით, მინისტრებს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით მისვლა მაინც მოუწევთ.