ცივ იარაღზე რეგულაციების გამკაცრება იგეგმება

ცივ იარაღზე მთავრობა რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს.

საკანონმდებლო ცვლილება მთავრობას დღეს წარედგინა. აღნისნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ბახტაძის განცხადებით, რეგულაცია ცივი იარაღის უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებულ რისკებს დააზღვევს.

მისივე თქმით, რეგულაციების შემუშავებისას მთავრობა ევროპული ქვეყნების გამოცდილებას დაეყრდნო.