16 წლის მოზარდის გამოკითხვის პროცესი დასრულდა

16 წლის მოზარდი , რომელიც ბოლნისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს დაახლოებით 11 საათის განმავლობაში ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა  . მოზარდმა საგამოძიებო უწყებას , ადვოკატთან ერთად მისცა ჩვენება  .  როგორც დაზარალებულმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა  , დღეს ის პოლიციელი ამოიცნო , ვინც ფიზიკურად იძალადა და ხელი მოტეხა  . მისივე  თქმით უკვე ამოიცნო სამმართველოს სამი პოლიციელი მათ შორის , ის პირი ვინც გაუპატიურებით ემუქრებოდა  . 16 წლის მოზარდი ყველა ბრალდებული პოლიციელის დაკავებას ითხოვს  . 
შეგახსენებთ , რომ  16 წლის მოზარდის საქმეზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ ბოლნისის პოლიციის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი დააკავა. მას ბრალად ედება 16 წლის მოზარდის მიმართ არაადამიანური ქმედება.

მოზარდი ბოლნისში სამართალდამცველებმა ორი თვის წინ ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
მოზარდის მტკიცებით , სამართალდამცველები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საქმეს ქვემო ქართლის პროკურატურა იძიებს.