2019 წლის მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია მოკლევადიანი იქნება

2019 წელს დაგეგმილი მასწავლებელთა სასერტიფიკატო საგნის გამოცდებზე რეგისტრაცია უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

რეგისტრაცია გასულ წლებთან შედარებით მოკლევადიანი იქნება და 20 მაისამდე გასტანს.

განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები მასწავლებლებსაც შეეხება, მათ შორის სამომავლოდ გამოცდების კუთხითაც.