60 პატიმრისთვის ტატუს მოსაშორებლად 48 ათასი ლარი დაიხარჯება

60 პატიმრისთვის ტატუს მოსაშორებლად 48 ათასი ლარი დაიხარჯება.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში ყოფილ პატიმრებს, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ არასრუწლოვანებს, ასევე N2 და N11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვნებს ტატუს უსასყიდლოდ მოაშორებენ.

აღნიშნული პროექტის მიზანია მასტიგმატიზებელი ნიშნებისგან გათავისუფლება და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა.

პროგრამის ხანგრძლივობა ექვსი თვეა. ბიუჯეტიდან 48 548 ლარია გამოყოფილი, რაც დაახლოებით 60 პატიმარზე დაიხარჯება.