ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა 7 კი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 7 კი დაშავდა.

შემთხვევა, გორი-ერგნეთის საავტომობილო მაგისტრალის მონაკვეთზე მოხდა. 

მინივენს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა. მინივენის მძღოლი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

დაშავებულია 5 მგზავრი რომელთა შორის 2 წლის ბავშვიცაა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.  
სხეულის დაზიანებები მიიღეს „ბეემვეში“ მყოფმა პირებმაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მეექვსე მუხლით მიმდინარეობს.