დღეს “ინტერტრანსის” კუთვნილი მიკროავტობუსებით- ე.წ .,,96″ -ით გადაადგილება რამდენიმე საათის განმავლობაში შეზღუდული იყო

დღეს საღამოს, რამდენიმე საათის განმავლობაში კომპანია ,,ინტერტრანსის,, კუთვნილი მიკროავტობუსების ე.წ ,,96,,-ის სამარშუტო ხაზით რუსთავიდან თბილისში,რკინიგზის მიმართულებით,გადაადგილება შეზღუდული იყო. გავრცელებული ინფორმაციით კომპანიის მძღოლებმა ყოველდღიური შენატანის ოდენობა გააპროტესტეს და სამუშაოდ საღამოს რვა საათის შემდეგ აღარ გავიდნენ. TV4- ს კომპანიაში განუცხადეს,რომ მძღოლებსა და ,,ინტერტრანსის,, ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება შედგა და სამარშუტო ხაზზე მოძრაობა აღდგენილია.