,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში, ცვლილებები იგეგმება

,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში, ცვლილებების პაკეტზე მსჯელობენ პარლამენტში .

ცვლილებათა პაკეტი  სამეურვეო საბჭოს უფლება- მოვალეობების გაზრდას ეხება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძის განაცხადებით აღნიშნული პაკეტი პარლამენტს შემოდგომაზე წარედგინება. 
სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, სადაც წევრები- მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და მოსწავლეთა წარმომადგენელი, სკოლის დირექტორს ირჩევს, ასევე ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს. გეგმავს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.