ირაკლი ტაბაღუა მე-10 ბაგა-ბაღს ესტუმრა (+ფოტო)

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მე-10 ბაგა-ბაღს ესტუმრა. რამდენიმე დღის წინ ბაღის “მზიანეთი” ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა და ამასთან ბაღის გახსნის 1 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნება. ადგილზე ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილიც იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ მე-10 საბავშვო ბაღის ძველი შენობა დაზიანებული და ავარიული იყო. ძველი ბაღის დემონტაჟის შემდეგ, იმავე ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების, ექვს სააღმზრდელო ჯგუფსა და 230 ბავშვზე გათვლილი ბაღი აშენდა. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
სამუშაოების სატენდერო ღირებულებამ 1 078 222 ლარი შეადგინა, საიდანაც მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 13.76 % იყო.