კომისია რუსთავი-თბილისის მგზავრობის ტარიფის განსაზღვრაზე მსჯელობს

რუსთავი- თბილისი მარშრუტზე m2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დადგენილი ფასის შემსწავლელი საბჭოს სხდომა იმართება.

საბჭოს წევრები , ტარიფთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას განიხილავენ.

სხდომას სამოქალაქო აქტივისტებიც ესწრებიან.