კრწანისის მოსახლეობამ საგზაო მონაკვეთი გადაკეტა

კრწანისის მოსახლეობამ აქცია გამართა და საგზაო მონაკვეთი გადაკეტა.

მოსახლეობა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერებას აპროტესტებს და შემსრულებელი კომპანიისგან ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს.
ადგილობრივი მაცხოვრებლების განცხადებით. პროცესი რამდენიმე კვირაა შეჩერებულია და მათ გადაადგილების პრობლემა ექმნებათ.

მოსახლეობასთან შესახვედრად კრწანისში გარდაბნის მერი ჩავიდა. რამაზ ბუდაღაშვილმა  შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებისგან რეაბილიტაციის პროცესის განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო.
მერის განცხადებით კომპანიას, სახელშეკრულებო პირობების დარღვევისთვის , კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები ეკისრება.  მისივე თქმით საგზაო  მონაკვეთზე პროცესი მაქსიმუმ ერთ კვირაში დასრულდება.