ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებს ქართულ უნივერსიტეტებში სწავლა დაუფინანსდებათ

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გატანილი იყო დადგენილება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტების ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის დაფინანსებას გულისხმობს.

ბათიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებს ყველანაირად ხელი შეუწყონ.

“სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ სტუდენტის დაფინანსებას, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან სურვილს გამოთქვამს, ისწავლოს საქართველოს უნივერსიტეტებში. კონკრეტულად რომელ უნივერსიტეტებში, ეს უკვე შემდგომი ეტაპის ნაწილია“,-აღნიშნა მინისტრმა.