პუტინის ჯინაზე ჩამოდით საქართველოში-„სიენენი“

პუტინის ჯინაზე, ჩამოდით საქართველოში, – ამ სათაურით სტატიას „სიენენი“ აქვყენებს.

„ძვირფასო მოგზაურებო, ღვინის დამფასებლებო, ზღვის სანაპიროზე დასვენების მოყვარულებო, რომანტიკოსებო და ისტორიკოსებო – მოგმართავთ ყველას, ვინც თავგადასავლებს ეძებს და უბრალოდ სურს, პუტინს ავნოს, თქვენ საქართველოს სჭირდებით. თუ ოდესმე გიფიქრიათ შავი ზღვის პირას, თურქეთსა და რუსეთს შორის მდებარე ამ პატარა ქვეყნის მონახულებაზე, მაშინ ახლა საუკეთეო დროა. მივმართავ მათ, ვინც უკვე იმოგზაურა საქართველოში, დროა დაბრუნდეთ“, – წერს CNN-ი.

სტატიაში საზგასმულია, რომ საქართველოში უკვე ერთ კვირაზე მეტია, არ წყდება საპროტესტო აქციები, რომელიც ქვეყენაში რუსი პოლიტიკოსის ვიზიტს მოჰყვა და რომ საქართველოში რუსეთის პოლიტიკას აპროტესტებენ და არაფერს ერჩიან რუს ხალხს.

„საპროტესტო აქციების საპასუხოდ, პუტინი ცდილობს დასაჯოს, დაიმორჩილოს და გააკოტროს ქართველი ხალხი, რომელიც ხელისუფლებას სიმართლეს ეუბნება. დასაჯოს იმის გამო, რომ ქართველი ხალხი იყენებს საკუთარ უფლებას, თავისუფლად შეიკრიბოს და გამოხატოს საკუთარი აზრი და გადააყენოს საკუთარი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც გადადგომის შესახებ განაცხადა, როდესაც დემონსტრანტებმა ეს მოითხოვეს“, – წერს ავტორი.

„სიმართლე კომპლექსურია, მაგრამ მისი გაგება რთული არ არის. ქართველებს საკუთარი მიწის დაბრუნება სურთ. მათ სურთ, გაუზიარონ ის სტუმრებს, რადგან ქართველები სამშობლოთი ამაყობენ. საქართველოს ოკუპაციის ისტორია მტკივნეული და ზოგჯერ მწარეა. თუმცა, ქართველი ხალხი ამაზე დღეს ღიად საუბრობს და განიხილავს, რადგან მათ გამოხატვის თავისუფლება აქვთ. სწორედ ეს თავისუფლება აშინებს პუტინს იმაზე მეტად, ვიდრე რომელიმე არმია“, – ნათქვმია „სიენენის“ სტატიაში.

ასევე ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველ ხალხს უთანხმოება აქვს კრემლთან, თუმცა ეს არ ეხება რუს ხალხს. „რუსებს საქართველოში მიესალმებიან, ისე, როგორც ყოველთვის, თუმცა არა რუსულ ტანკებს და სამხედროებს“, – ნათქვამია სტატიაში.

“რეალურად, ქართველ და რუს ხალხს დღეს უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ. ორივე, საქართველოც და რუსეთიც ოკუპირებულია პუტინისა და მისი კორუმპირებული მოკავშირეების მიერ“, – წერს სტატიის ავტორი.