სავაჭრო ჯიხურში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

სასტიკი მკვლელობა მოხდა დაბა წაღვერთან.გავრცელებული ინფორმაციით , ერთ–ერთ სავაჭრო ჯიხურში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს . შემთხვევა სავარაუდოდ გუშინ გვიან ღამით მოხდა . გარდაცვლილს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციამ მკვლელობა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში გახსნა, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.