საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 12:45 საათზე, მიწისძვრა მოხდა ბორჯომთან, მაგნიტუდის სიმძლავრემ 3.3 (ML) შეადგინა.

ასევე 3.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა დღეს, თბილისის დროით 12:44 საათზე, ახალციხესთან.