ავტომობილი ქვეითად მოსიარულე სამ ადამიანს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბორჯომში.

ქვეითად მოსიარულე სამ ადამიანს ავტომობილი დაეჯახა. მათ შორის, ორი მცირეწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.