ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში, სოფელ შიბლიანის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.