ბათუმი ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდოს მფლოებილი გახდა

პორტუგალიაში, მადეირაში ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული ჯილდო, ღონისძიებაზე ოფიციალური ვიზიტით მყოფ აჭარის მთავრობის თავმჯომარეს, ბათუმის მერსა და აჭარის ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელს საზეიმო ვითარებაში გადასცეს. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტები იყვნენ სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), მოსტარ (ბოსნია ჰერცეგოვინა) და დერი (ჩრდილოეთ ირლანდია).

ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.