ბაღებში 4-5 წლიან ასაკობრივ ჯგუფებში რეგისტრაცია დაიწყო

2019 -2020 სასწავლო წელს საბავშვო ბაღებში 4-5 წლიან ასაკობრივ ჯგუფებში რეგისტრაცია დაიწყო.

რეგისტრაცია განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობს . ბაღებში დასარეგისტრირებლად აუცილებელია ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, ჯანმთელობის ცნობა, რუსთავში ცხოვრების რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა და ორი ფოტოსურათი.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფებში 600 ვაკანტური ადგილია. რეგისტრაციის პროცესი 14ივნისამდე გაგრძელდება .14ივნისიდან კი 2-3წლიან ასაკობრივ ჯგუფებში ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება .