„ბი-ემ-დაბლიუ ფესტ 2019“ (BMW Fest 2019) 9 ივნისს დაიწყება

„ბი ემ დაბლიუ ქლაბ ჯორჯია“ (BMW Club Georgia) ორგანიზებით თბილისი, 9 ივნისს წლის ყველაზე დიდ საავტომობილო და საერთაშორისო ივენთს – „ბი ემ დაბლიუ ფესტ 2019“ (BMW Fest 2019)-ს მასპინძლობს.

სპეციალურად ამ დღისთვის „ბი ემ დაბლიუს“-ს კოლონებით მთელი საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიან. 17 საათზე მოხდება „ბი ემ დაბლიუს“​-ს რეკორდული კოლონით მსვლელობა თბილისის ცენტრალურ გამზირებზე, რომელიც მსოფლიო რეკორდად ფიქსირდება – ქალაქში ყველაზე მეტი ერთი ბრენდის ავტომობილის გაივლის. ღონისძიება სტარტს აგრარული უნივერსიტეტიდან აიღებს.

შარშან მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა, 830-ზე მეტი „ბი ემ დაბლიუ“-თი, სადაც 100-ზე მეტი სტუმარი იყო ჩამოსული. წელს კი წინასწარი ინფორმაციით, 200-მდე ქვეყნიდან ჩამოდის სტუმარი ავტომობილი. ლილო მოლის ტერიტორიაზე ფესტივალის ფარგლებში ასევე ეწყობა საქართველოს დრიფტის სერიები, სადაც მონაწილეობას იღებს 30-მდე პროფესიონალი თუ მოყვარული დრიფტერი. დრიფტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და სანახაობრივი სპორტია. ღონისძიების მთავარი მიზანია, ახალგაზრდობა უსაფრთხოდ გაერთოს და ადრენალინი ორგანიზებულ ღონისძიებებზე დახარჯოს და არა თბილისის ქუჩებში. საღამოს ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება წლის საუკეთესო „ბი ემ დაბლიუს“-ს კონკურსი, წლის საუკეთესო ხელოსნების კონკურსი და უამრავი მხიარული თამაში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ავტო-მოტო გუნდები და დამსწრე საზოგადოება.