გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის დეტალები (+ფოტო)

ორმაგი მკვლელობა მოხდა გარდაბნის მუნიციპალიტეტ სოფელ ქვემო კაპანხაჩში.

ცოლ-ქმარი, 81 წლის ისკანდარ მუსაევი და 78 წლის შაფიგა მუსაევა მეზობლებმა საკუთარ ბინაში დილით გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ შემთხვევა გვიან ღამე მოხდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით მკვლელობა ბლაგვი საგნითაა ჩადენილი და გარდაცვლილებს წამების კვალი ეტყობათ.
როგორც მეზობლები პირად საუბრებში აღნიშნავენ სახლიდან ფული და ძვირფასეულობა წაღებული არაა, რაც ყაჩაღობას გამორიცხავს.
ასევე არაოფიცილური ინფორმაციით სახლის გალავნის შიდა ფასადზე წარწერა იყო დატოვებული, რომელშიც მინიშნება გარდაცვლილების მოსკოვში მცხოვრებ შვილზე კეთდება, რაც ეჭვს შურისძიების ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულზე აჩენს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები კინოლოგებთან ერთად შემთხვევის დეტალებს იძიებენ.
ტრაგედიის ადგილზე გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რაფი ორუჯოვი იმყოფებოდა