გიორგი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს.